Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2022

"არ იარსებებს თემა, როგორ ფართოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომელიც აკრძალული გახდება ჩვენთვის."

ტექსტი, რომელსაც ახლა კითხულობ, შენი დაწერილია. მინდა თეატრი სამყაროს სარკედ იქცეს. მინდა სცენაზე საკუთარი ანარეკლი დავინახო, დავინახო ჩემი წარსული, ჩავიხედო ჩემს მომავალში, ვიმოგზაურო ჩემს გონებაში, ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო, ვიმოგზაურო კოსმოსში, სამყაროს მიღმა. სცენაზე წამის მარადიულობა!  ქვიშის სასახლის უკვდავება!  ჩემი საკუთარი!  ჩემთვის უცხო!  ანტიკური თეატრიდან ქარიშხალი-  ქარიშხალიდან გაჟღერებული ხმები!  გარდამქმნელი თეატრი, მამხილებელი თეატრი, თანამედროვე თეატრი.  მსურს დავიბრუნო დაკარგული, გავიხსენო და გარდავქმნა, ხორცი შევასხა, ვთქვა საკუთარი სიტყვა, ვთქვა სხვების სათქმელი, გავთქვა საიდუმლო და შევინახო სამუდამოდ.  ანა გოგიშვილი