Skip to main content

"არ იარსებებს თემა, როგორ ფართოდაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, რომელიც აკრძალული გახდება ჩვენთვის."



ტექსტი, რომელსაც ახლა კითხულობ, შენი დაწერილია. მინდა თეატრი სამყაროს სარკედ იქცეს. მინდა სცენაზე საკუთარი ანარეკლი დავინახო, დავინახო ჩემი წარსული, ჩავიხედო ჩემს მომავალში, ვიმოგზაურო ჩემს გონებაში, ვიმოგზაურო მსოფლიოს გარშემო, ვიმოგზაურო კოსმოსში, სამყაროს მიღმა.

სცენაზე წამის მარადიულობა! 
ქვიშის სასახლის უკვდავება! 
ჩემი საკუთარი! 
ჩემთვის უცხო! 
ანტიკური თეატრიდან ქარიშხალი- 
ქარიშხალიდან გაჟღერებული ხმები! 

გარდამქმნელი თეატრი, მამხილებელი თეატრი, თანამედროვე თეატრი. 

მსურს დავიბრუნო დაკარგული, გავიხსენო და გარდავქმნა, ხორცი შევასხა, ვთქვა საკუთარი სიტყვა, ვთქვა სხვების სათქმელი, გავთქვა საიდუმლო და შევინახო სამუდამოდ. 

ანა გოგიშვილი




Comments

Popular posts from this blog

სახელოვნებო მიმართულების სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ

👉ჩვენ წარმოვადგენთ ქართული კულტურის ახალ თაობას - სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტებს და ვუერთდებით საპროტესტო ტალღას , რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსული მმართველობის სისტემის შემოღების წინააღმდეგაა მიმართული . ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კანონი „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ .’, რადგან ის საქართველოს მოქალაქეს იძულებულს გახდის დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად ; რადგან ის დაარღვევს შემოქმედების თავისუფლებას და ხელოვანის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას . რადგან მისი მიხედვით შემოქმედს შეეზღუდება საქმიანობა და დადგება უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებული საშიშროების წინაშე . რადგან კანონი აამოქმედებს ცენზურას ; შესაბამისად , აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს მოქალაქის უფლებებსა და რაც ყველაზე მთავარია - თავისუფლებას . მიგვაჩნია , რომ „ უცხოელი გავლენის აგენტების კანონის “ განხილვა ქვეყნის დემოკრატიას და თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს . ეს კანონი ...

სოფო ხუნდაძე: რეცენზია ელენე კალანდარიშვილის სპექტაკლზე "შეზღუდული დაისი"

  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტერაქტივის ეგიდით გაიმართა დრამის ფაკულტეტის, თეატრის რეჟისურის სპეციალობის IV კურსის სტუდენტის, ელენე კალანდარიშვილი, სადიპლომო სპექტაკლის „შეზღუდული დაისის“ პრემიერა. პიესის ავტორია, პულიცერის პრემიის ლაურეატი - კორმაკ მაკ-კართი. პიესაში პერსონაჟებს სახელები არ აქვთ, ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც შავი და თეთრი, რაც თავიდან იწვევს განცდას, რომ რასობრივი განსხვავების გამოა გამოყენებული, თუმცა კითხვისას ირკვევა, ე. წ. კოდირებული სახელები მხოლოდ და მხოლოდ მათი ბუნებიდან გამომდინარე არის მისადაგებული, რაც ჩემი აზრით, სარკასტული დამოკიდებულებაა პიესის ავტორის მხრიდან. ტექსტზე მუშაობისას ელენე კალანდარიშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთადერთი სტატუსი, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებდათ ყოფილიყო - პროფესორი. აღნიშნული პიესის საფუძველზე, ახალგაზრდა რეჟისორი ეხება ისეთ სენსიტიურ თემას, რომელიც მიუხედავად არსებული საუკუნისა მაინც ტაბუირებულია და მასზე მსჯელობას საზოგადოების დიდი ნაწილი ერიდება. ჭეშმარიტება იქნება თუ ვიტყვი, რ...

ოიდიპოს მეფე - სოფოკლე- ლიტერატურული მიმოხილვა

  ანტიკურ ბერძნულ დრამატურგიაში სამი ტიტანი არსებობს: ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე. სოფოკლეს შემოქმედება 120 პიესას მოიცავს,   რომელთაგან სრულად მხოლოდ 7 შემორჩა: „აიანტი“, „ანტიგონე“, „ტრაქსიელი ქალები“, „ოიდიპოს მეფე“, „ელექტრა“, „ფილოქტეტე“ და „ოიდიპოსი კოლონოსში“.             სოფოკლე ძვ. წ . 496 -406 წლებში ცხოვრობდა. წარმოშობით მდიდარი ფენიდან იყო. დრამატურგიის ხელოვნება ესქილესგან ისწავლა. თითქმის ორცმოდაათი წლის განმავლობაში ათენში გამართულ დრამატურგიულ შეჯიბრებებში ყველაზე წარმატებულ ავტორად ითვლებოდა. ოცდაათი შეჯიბრებიდან ოცდაექვსი მოიგო და არასდროს გასულა მეორე ადგილს ქვემოთ.   სოფოკლე ატიკის საზღვაო კავშირის ხაზინდარი, სტრატეგოსი, ასკლეპიოსის კულტის ქურუმმთავარი იყო. აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში.   „ოიდიპოს მეფე“ და „ანტიგონე“ სოფოკლეს ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია. გაერთიანებულია „თებეს ტრაგედიებში“, თუმცა ორივე ზემოხსენებული სხვადასხვა ტეტრალოგიებში შედის. არისტოტელემ სოფოკლეს მიაწერა გუნდიდან მესამე ...