👉ჩვენ წარმოვადგენთ ქართული კულტურის ახალ თაობას - სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტებს და ვუერთდებით საპროტესტო ტალღას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსული მმართველობის სისტემის შემოღების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.’, რადგან ის საქართველოს მოქალაქეს იძულებულს გახდის დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად; რადგან ის დაარღვევს შემოქმედების თავისუფლებას და ხელოვანის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. რადგან მისი მიხედვით შემოქმედს შეეზღუდება საქმიანობა და დადგება უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებული საშიშროების წინაშე. რადგან კანონი აამოქმედებს ცენზურას; შესაბამისად, აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს მოქალაქის უფლებებსა და რაც ყველაზე მთავარია - თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ „უცხოელი გავლენის აგენტების კანონის“ განხილვა ქვეყნის დემოკრატიას და თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს კანონი არის რუსული, რადგან „ჯაშუშის“ იარლიყის მიკერება, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა და ფინანსურ კოლაფსამდე მიყვანა რუსეთში ცნობილი პრაქტიკაა. რუსეთი ჩვენი მტერია. რუსეთი ასევე მტერია დემოკრატიული ღირებულებების. ჩვენთვის, როგორც კულტურის სფეროს ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია მოცემული კანონის ამოქმედების შესაძლებლობის გაცნობიერება. მტკივნეულია, რადგან ჩვენ გვეზღუდება განათლების მიღების, საზღვარგარეთული პრაქტიკებისა თუ თეორიების გაცნობის, ცოდნის გაფართოების, შესაძლებლობების რეალიზების უფლება; მტკივნეულია, რადგან არ გვსურს განმეორდეს ტრაგედია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ქართულმა კულტურამ, ახალგაზრდა ხელოვანების ,,აგენტების’’ გამოცხადების შემდეგ, მათი ფიზიკური განადგურების შედეგად გადაიტანა. ჩვენ არ გვინდა წარმოვადგენდეთ ხელოვნებას, რომელიც მთავარ ღირებულებაზე - გამოხატვის თავისუფლებაზე არ დგას, რადგან ასეთი ხელოვნება ჩანასახშივე განწირულია სიკვდილისთვის. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან წარმოვადგენთ თაობას, რომელსაც სურს იცხოვროს თავისუფალ, თანასწორ, სოლიდარულ საზოგადოებაში. მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და ღიად დავუპირისპირდეთ მიმდინარე მავნებლურ პროცესებს. მზად ვართ გადავარჩინოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი.
წერილის შინაარსს მხარს უჭერენ და იზიარებენ:
ანა გოგიშვილი (ტექსტის ავტორი)
ქეთევან სამხარაძე (ტექსტის ავტორი)
დავით თარბა
სოფო ხუნდაძე
ნიკა ჯაფარიძე
თემო დვალი
ნანა ბიბილაშვილი
მარიამ ქანთარია
ნინი ნოზაძე
გიორგი თავართქილაძე
მაშიკო თვალაბეიშვილი
ნინი ურუმაშვილი
ანანო იაშვილი
ნიკოლოზ გვაზავა
ბაია კერესელიძე
ელენე კალანდარიშვილი
ბარბარე ჩალაძე
ლუკა ჩიბუხაია
ელენე ქურთიშვილი
ანკა დიდმანიძე
გუგა ქაცარავა
ლაშა ქვაცაბაია
მარი ენგურელი
ნიკა ნიკურაძე
სოფო ლეჟავა
თამარ ვანიშვილი
ანი ბედელაძე
ელენე მეგრელიშვილი
სოსო ცაგარეიშვილი
ნიკა თეთრაძე
გიორგი გელაშვილი
ანუკა შარია
ელენე თავართქილაძე
ლუკა ჯაფარიძე
ნინა შონია
მარიამ მღებრიშვილი
სანდრო სამხარაძე
ვიკა ბოკერია
გიორგი სამხარაძე
თათია გოცირიძე
თამარ სამხარაძე
ერეკლე თურქაძე
ლუკა ხეჩუმაშვილი
ნანა ალუღიშვილი
ნინა ყიფშიძე
ბექა რუხაძე
გიორგი გოცაძე
ბუკა ღლონტი
ირაკლი ჯაფარიძე
კესო დვალიშვილი
თორნიკე ნუკრაძე
ელენე მინდიაშვილი
ნია გუგავა
ქეთევან ხოჯანაშვილი
თამარ ქადაგიძე
ალექსანდრე შარაბიძე
ლალი ღერკენაშვილი
მარიამ ბოლქვაძე
ნინო ჩადუნელი
ირაკლი სიქტურაშვილი
კესო ავალიშვილი
კობა ნასყიდაშვილი
ვატო სანიკიძე
მანუ თავაძე
თოკო ლაზაშვილი
ქეთო ჯავახიშვილი
თემო გველესიანი
მაშო მაყაშვილი
ენრი ვერულიძე
ანანო ვარძიელი
ზუკა ცუხიშვილი
კესო სიდამონიძე
ანა ხვადაგიანი
მელიტა დათუაშვილი
ნინო ქიმაძე
ანასტასია თხელიძე
ანასტასია ჩერნეცოვა
ნათია ფანცულაია
საბა მახარაშვილი
ანა სულამანიძე
ელენე კერესელიძე
ანა ბენიძე
ნიკოლოზ თავართქილაძე
სერგი შიომღვდილშვილი
ეთერ ფარჩუკიძე
სოფიო ნაჭყებია
ნოდარ სამთელაძე
თათა გავაშელი
ნინუცა ქალდანი
ვატო მაღრაძე
გიორგი ფირანიშვილი
დაჩი ბაბუნაშვილი
გიორგი წერეთელი
გიორგი ტიელიძე
ლუკა ჯანხოტელი
ვიტო შენგელი
გიგა კაკუბავა
ქეთი ჯავახიშვილი
ანუკი ბუბუტეიშვილი
სალომე ხუროშვილი
შაკო ბრეგაძე
ანი ამინაშვილი
ლევან ჭყონია
თინა მაჭავარიანი
გური ფოჩხუა
ანიკო ეზიაშვილი
შაკო სირბილაშვილი
საბა ბოდოკია
ლალი გოგიძე
ქეთი თედეევი
ნიკა ჭყადუა
მხარდამჭერთა სია განახლებადია!!!
Comments
Post a Comment