Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2023

ოიდიპოს მეფე - სოფოკლე- ლიტერატურული მიმოხილვა

  ანტიკურ ბერძნულ დრამატურგიაში სამი ტიტანი არსებობს: ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე. სოფოკლეს შემოქმედება 120 პიესას მოიცავს,   რომელთაგან სრულად მხოლოდ 7 შემორჩა: „აიანტი“, „ანტიგონე“, „ტრაქსიელი ქალები“, „ოიდიპოს მეფე“, „ელექტრა“, „ფილოქტეტე“ და „ოიდიპოსი კოლონოსში“.             სოფოკლე ძვ. წ . 496 -406 წლებში ცხოვრობდა. წარმოშობით მდიდარი ფენიდან იყო. დრამატურგიის ხელოვნება ესქილესგან ისწავლა. თითქმის ორცმოდაათი წლის განმავლობაში ათენში გამართულ დრამატურგიულ შეჯიბრებებში ყველაზე წარმატებულ ავტორად ითვლებოდა. ოცდაათი შეჯიბრებიდან ოცდაექვსი მოიგო და არასდროს გასულა მეორე ადგილს ქვემოთ.   სოფოკლე ატიკის საზღვაო კავშირის ხაზინდარი, სტრატეგოსი, ასკლეპიოსის კულტის ქურუმმთავარი იყო. აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში.   „ოიდიპოს მეფე“ და „ანტიგონე“ სოფოკლეს ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია. გაერთიანებულია „თებეს ტრაგედიებში“, თუმცა ორივე ზემოხსენებული სხვადასხვა ტეტრალოგიებში შედის. არისტოტელემ სოფოკლეს მიაწერა გუნდიდან მესამე მსახიობის გამოყვანა, რამაც შეამცირა გუნდის ფუნქცია მოქმედების განვითარების