Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2023

სახელოვნებო მიმართულების სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ

👉ჩვენ წარმოვადგენთ ქართული კულტურის ახალ თაობას - სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტებს და ვუერთდებით საპროტესტო ტალღას , რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსული მმართველობის სისტემის შემოღების წინააღმდეგაა მიმართული . ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კანონი „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ .’, რადგან ის საქართველოს მოქალაქეს იძულებულს გახდის დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად ; რადგან ის დაარღვევს შემოქმედების თავისუფლებას და ხელოვანის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას . რადგან მისი მიხედვით შემოქმედს შეეზღუდება საქმიანობა და დადგება უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებული საშიშროების წინაშე . რადგან კანონი აამოქმედებს ცენზურას ; შესაბამისად , აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს მოქალაქის უფლებებსა და რაც ყველაზე მთავარია - თავისუფლებას . მიგვაჩნია , რომ „ უცხოელი გავლენის აგენტების კანონის “ განხილვა ქვეყნის დემოკრატიას და თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს . ეს კანონი