Skip to main content

Posts

Showing posts from January, 2023

სოფო ხუნდაძე: რეცენზია ელენე კალანდარიშვილის სპექტაკლზე "შეზღუდული დაისი"

  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტერაქტივის ეგიდით გაიმართა დრამის ფაკულტეტის, თეატრის რეჟისურის სპეციალობის IV კურსის სტუდენტის, ელენე კალანდარიშვილი, სადიპლომო სპექტაკლის „შეზღუდული დაისის“ პრემიერა. პიესის ავტორია, პულიცერის პრემიის ლაურეატი - კორმაკ მაკ-კართი. პიესაში პერსონაჟებს სახელები არ აქვთ, ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც შავი და თეთრი, რაც თავიდან იწვევს განცდას, რომ რასობრივი განსხვავების გამოა გამოყენებული, თუმცა კითხვისას ირკვევა, ე. წ. კოდირებული სახელები მხოლოდ და მხოლოდ მათი ბუნებიდან გამომდინარე არის მისადაგებული, რაც ჩემი აზრით, სარკასტული დამოკიდებულებაა პიესის ავტორის მხრიდან. ტექსტზე მუშაობისას ელენე კალანდარიშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთადერთი სტატუსი, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებდათ ყოფილიყო - პროფესორი. აღნიშნული პიესის საფუძველზე, ახალგაზრდა რეჟისორი ეხება ისეთ სენსიტიურ თემას, რომელიც მიუხედავად არსებული საუკუნისა მაინც ტაბუირებულია და მასზე მსჯელობას საზოგადოების დიდი ნაწილი ერიდება. ჭეშმარიტება იქნება თუ ვიტყვი, რომ ს