Skip to main content

სახელოვნებო მიმართულების სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ

👉ჩვენ წარმოვადგენთ ქართული კულტურის ახალ თაობას - სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტებს და ვუერთდებით საპროტესტო ტალღას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსული მმართველობის სისტემის შემოღების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.’, რადგან ის საქართველოს მოქალაქეს იძულებულს გახდის დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად; რადგან ის დაარღვევს შემოქმედების თავისუფლებას და ხელოვანის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას. რადგან მისი მიხედვით შემოქმედს შეეზღუდება საქმიანობა და დადგება უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებული საშიშროების წინაშე. რადგან კანონი აამოქმედებს ცენზურას; შესაბამისად, აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს მოქალაქის უფლებებსა და რაც ყველაზე მთავარია - თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომუცხოელი გავლენის აგენტების კანონისგანხილვა ქვეყნის დემოკრატიას და თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ეს კანონი არის რუსული, რადგანჯაშუშისიარლიყის მიკერება, სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა და ფინანსურ კოლაფსამდე მიყვანა რუსეთში ცნობილი პრაქტიკაა. რუსეთი ჩვენი მტერია. რუსეთი ასევე მტერია დემოკრატიული ღირებულებების. ჩვენთვის, როგორც კულტურის სფეროს ახალგაზრდა თაობისთვის, განსაკუთრებით მტკივნეულია მოცემული კანონის ამოქმედების შესაძლებლობის გაცნობიერება. მტკივნეულია, რადგან ჩვენ გვეზღუდება განათლების მიღების, საზღვარგარეთული პრაქტიკებისა თუ თეორიების გაცნობის, ცოდნის გაფართოების, შესაძლებლობების რეალიზების უფლება; მტკივნეულია, რადგან არ გვსურს განმეორდეს ტრაგედია, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ქართულმა კულტურამ, ახალგაზრდა ხელოვანების ,,აგენტების’’ გამოცხადების შემდეგ, მათი ფიზიკური განადგურების შედეგად გადაიტანა. ჩვენ არ გვინდა წარმოვადგენდეთ ხელოვნებას, რომელიც მთავარ ღირებულებაზე - გამოხატვის თავისუფლებაზე არ დგას, რადგან ასეთი ხელოვნება ჩანასახშივე განწირულია სიკვდილისთვის. ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რადგან წარმოვადგენთ თაობას, რომელსაც სურს იცხოვროს თავისუფალ, თანასწორ, სოლიდარულ საზოგადოებაში. მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და ღიად დავუპირისპირდეთ მიმდინარე მავნებლურ პროცესებს. მზად ვართ გადავარჩინოთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი.


წერილის შინაარსს მხარს უჭერენ და იზიარებენ: 


ანა გოგიშვილი (ტექსტის ავტორი)

ქეთევან სამხარაძე (ტექსტის ავტორი) 

დავით თარბა  

სოფო ხუნდაძე 

ნიკა ჯაფარიძე

თემო დვალი

ნანა ბიბილაშვილი

მარიამ ქანთარია

ნინი ნოზაძე

გიორგი თავართქილაძე

მაშიკო თვალაბეიშვილი

ნინი ურუმაშვილი

ანანო იაშვილი

ნიკოლოზ გვაზავა

ბაია კერესელიძე

ელენე კალანდარიშვილი

ბარბარე ჩალაძე 

ლუკა ჩიბუხაია

ელენე ქურთიშვილი

ანკა დიდმანიძე

გუგა ქაცარავა

ლაშა ქვაცაბაია

მარი ენგურელი

ნიკა ნიკურაძე 

სოფო ლეჟავა

თამარ ვანიშვილი

ანი ბედელაძე

ელენე მეგრელიშვილი

სოსო ცაგარეიშვილი

ნიკა თეთრაძე

გიორგი გელაშვილი

ანუკა შარია

ელენე თავართქილაძე

ლუკა ჯაფარიძე

ნინა შონია

მარიამ მღებრიშვილი

სანდრო სამხარაძე

ვიკა ბოკერია

გიორგი სამხარაძე 

თათია გოცირიძე

თამარ სამხარაძე

ერეკლე თურქაძე

ლუკა ხეჩუმაშვილი

ნანა ალუღიშვილი

ნინა ყიფშიძე

ბექა რუხაძე

გიორგი გოცაძე

ბუკა ღლონტი

ირაკლი ჯაფარიძე 

კესო დვალიშვილი

თორნიკე ნუკრაძე

ელენე მინდიაშვილი 

ნია გუგავა

ქეთევან ხოჯანაშვილი

თამარ ქადაგიძე

ალექსანდრე შარაბიძე

ლალი ღერკენაშვილი

მარიამ ბოლქვაძე

ნინო ჩადუნელი

ირაკლი სიქტურაშვილი

კესო ავალიშვილი

კობა ნასყიდაშვილი

ვატო სანიკიძე

მანუ თავაძე

თოკო ლაზაშვილი

ქეთო ჯავახიშვილი

თემო გველესიანი

მაშო მაყაშვილი

ენრი ვერულიძე

ანანო ვარძიელი

ზუკა ცუხიშვილი

კესო სიდამონიძე

ანა ხვადაგიანი

მელიტა დათუაშვილი

ნინო ქიმაძე

ანასტასია თხელიძე

ანასტასია ჩერნეცოვა

ნათია ფანცულაია

საბა მახარაშვილი

ანა სულამანიძე

ელენე კერესელიძე

ანა ბენიძე

ნიკოლოზ თავართქილაძე

სერგი შიომღვდილშვილი

ეთერ ფარჩუკიძე

სოფიო ნაჭყებია 

ნოდარ სამთელაძე

თათა გავაშელი

ნინუცა ქალდანი

ვატო მაღრაძე

გიორგი ფირანიშვილი

დაჩი ბაბუნაშვილი

გიორგი წერეთელი

გიორგი ტიელიძე

ლუკა ჯანხოტელი

ვიტო შენგელი

გიგა კაკუბავა 

ქეთი ჯავახიშვილი

ანუკი ბუბუტეიშვილი

სალომე ხუროშვილი

შაკო ბრეგაძე

ანი ამინაშვილი

ლევან ჭყონია

თინა მაჭავარიანი

გური ფოჩხუა

ანიკო ეზიაშვილი

შაკო სირბილაშვილი

საბა ბოდოკია

ლალი გოგიძე

ქეთი თედეევი

ნიკა ჭყადუა


მხარდამჭერთა სია განახლებადია!!! 





Comments

Popular posts from this blog

სოფო ხუნდაძე: რეცენზია ელენე კალანდარიშვილის სპექტაკლზე "შეზღუდული დაისი"

  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტერაქტივის ეგიდით გაიმართა დრამის ფაკულტეტის, თეატრის რეჟისურის სპეციალობის IV კურსის სტუდენტის, ელენე კალანდარიშვილი, სადიპლომო სპექტაკლის „შეზღუდული დაისის“ პრემიერა. პიესის ავტორია, პულიცერის პრემიის ლაურეატი - კორმაკ მაკ-კართი. პიესაში პერსონაჟებს სახელები არ აქვთ, ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც შავი და თეთრი, რაც თავიდან იწვევს განცდას, რომ რასობრივი განსხვავების გამოა გამოყენებული, თუმცა კითხვისას ირკვევა, ე. წ. კოდირებული სახელები მხოლოდ და მხოლოდ მათი ბუნებიდან გამომდინარე არის მისადაგებული, რაც ჩემი აზრით, სარკასტული დამოკიდებულებაა პიესის ავტორის მხრიდან. ტექსტზე მუშაობისას ელენე კალანდარიშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთადერთი სტატუსი, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებდათ ყოფილიყო - პროფესორი. აღნიშნული პიესის საფუძველზე, ახალგაზრდა რეჟისორი ეხება ისეთ სენსიტიურ თემას, რომელიც მიუხედავად არსებული საუკუნისა მაინც ტაბუირებულია და მასზე მსჯელობას საზოგადოების დიდი ნაწილი ერიდება. ჭეშმარიტება იქნება თუ ვიტყვი, რ...

ოიდიპოს მეფე - სოფოკლე- ლიტერატურული მიმოხილვა

  ანტიკურ ბერძნულ დრამატურგიაში სამი ტიტანი არსებობს: ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე. სოფოკლეს შემოქმედება 120 პიესას მოიცავს,   რომელთაგან სრულად მხოლოდ 7 შემორჩა: „აიანტი“, „ანტიგონე“, „ტრაქსიელი ქალები“, „ოიდიპოს მეფე“, „ელექტრა“, „ფილოქტეტე“ და „ოიდიპოსი კოლონოსში“.             სოფოკლე ძვ. წ . 496 -406 წლებში ცხოვრობდა. წარმოშობით მდიდარი ფენიდან იყო. დრამატურგიის ხელოვნება ესქილესგან ისწავლა. თითქმის ორცმოდაათი წლის განმავლობაში ათენში გამართულ დრამატურგიულ შეჯიბრებებში ყველაზე წარმატებულ ავტორად ითვლებოდა. ოცდაათი შეჯიბრებიდან ოცდაექვსი მოიგო და არასდროს გასულა მეორე ადგილს ქვემოთ.   სოფოკლე ატიკის საზღვაო კავშირის ხაზინდარი, სტრატეგოსი, ასკლეპიოსის კულტის ქურუმმთავარი იყო. აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში.   „ოიდიპოს მეფე“ და „ანტიგონე“ სოფოკლეს ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია. გაერთიანებულია „თებეს ტრაგედიებში“, თუმცა ორივე ზემოხსენებული სხვადასხვა ტეტრალოგიებში შედის. არისტოტელემ სოფოკლეს მიაწერა გუნდიდან მესამე ...